საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ფოკუს ჯგუფების შეხვედრები გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტი USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, იწყებს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების პროცესს. კვლევის ფარგლებში ჩატარდება ორი ფოკუს ჯგუფი. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საქმიანობა და მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხი.

ამ მიზნით, 15 აგვისტოს გიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების, სათემო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და აქტიურ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღოთ ფოკუს ჯგუფში და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები მუნიციპალიტეტში მიმდინარე მონაწილეობითი პროცესების შესახებ.
ფოკუს ჯგუფი გაიმართება ონლაინ შეხვედრის ფორმატში.
სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე 13 აგვისტოს ჩათვლით: https://docs.google.com
თითოეული ფოკუს ჯგუფის შემადგენლობა : 8- 12 ადამიანი.
მონაწილეები შეირჩევიან სექტორული ბალანსის კრიტერიუმის დაცვით. შერჩეულ მონაწილეებს ფოკუს ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის შემდგომ მოგაწვდით.