საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის რეგიონის მმართველთან, ბერდია გოგლოძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის რეგიონის მმართველთან, ბერდია გოგლოძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. იმსჯელეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემურ საკითხებზე და გამოწვევების გადაჭრის გზები დასახეს.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.