საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე დამოუკიდებელ კონსულტანტს ადამიანის უფლებებისა და განვითარების სფეროში, ბრიტა შვეაიგოფერს შეხვდა.
მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე დამოუკიდებელ კონსულტანტს ადამიანის უფლებებისა და განვითარების სფეროში, ბრიტა შვეაიგოფერს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ განხორციელებული ღონისძიებების, მიღწეული შედეგების, პროგრესისა და არსებული გამოწვევების შეფასება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან. ჩართულია სხვადასხვა პროექტში. ასევე, წელს მუნიციპალიტეტი საგრანტო კომპონენტის გამარჯვებული გახდა, რომლის ფარგლებშიც „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანია’’ გაიმართება.
სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.