საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტში მოქმედ დღის ცენტრს ესტუმრნენ

21 ივლ, 2023

დღის ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ბაზაზე ფუნქციონირებს და შშმ ბავშვებს ემსახურება. ცენტრი ფინანსდება როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტში მოქმედ დღის ცენტრს ესტუმრნენ და სოციალურ სერვისებს გაეცნენ.

დღის ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ბაზაზე ფუნქციონირებს და შშმ ბავშვებს ემსახურება. ცენტრი ფინანსდება როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

აღსანიშნავია, რომ ყიზილაჯლოს დღის ცენტრში, დამატებით ახალი პროგრამა ამოქმედდა. ეს არის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი დაწესებულება, სადაც 18 წელს ზემოთ მყოფ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შეეძლებათ ადგილზე მიიღონ საჭირო სერვისი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადგილობრივი თთვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დღის ცენტრის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ თუ რა პირობებში და როგორ სარგებლობენ არსებული სერვისებით ბენეფიციარები.

სხვა სიახლეები