საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ვიზიტი მარნეულში
მარნეულს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი და დეპუტატი რაუფ ალიევი ეწვივნენ.
მარნეულს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი და დეპუტატი რაუფ ალიევი ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახაბერ კობერიძესთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და აზერბაიჯანის ელჩთან საქართველოში ფაიგ გულიევთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სტადიონზე მოზარდთა 5 გუნდის 100 ფეხბურთელს საჩუქრად ფორმა და ფეხბურთის ბურთები გადასცეს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლოდ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ მსგავს სოციალურ პროექტებზე.