საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში მუსიკალური საღამო გაიმართა
8 ივლისს, მარნეულმა მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მარნეულში მუსიკალური საღამო გაიმართა
8 ივლისს, მარნეულმა მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
მუსიკალური საღამო დასრულდა სადღესასწაულო კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდა ჯგუფი „ბანდეროლი“, ტატო გოდერძიშვილი, მარიამ მამისმედიშვილი და რუსა მორჩილაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მუსიკალური საღამოები მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს პირველად იმართება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის წარმომადგენელი თათა სვანაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები.