საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კულტურის ცენტრში თოჯინური სპექტაკლის ,,აისია" პრემიერა გაიმართა
სპექტაკლი მოგვითხრობს მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი სოფლის ამბავს, რომლის მოსახლეობაც კარგად აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მთავარი ურთიერთგაგება, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში თოჯინური სპექტაკლის ,,აისია" პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი მარნეულის კულტურის ცენტრმა #EmbassyoftheNetherlandsinGeorgia - ს ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით წარმოადგინა.
სპექტაკლი მოგვითხრობს მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი სოფლის ამბავს, რომლის მოსახლეობაც კარგად აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მთავარი ურთიერთგაგება, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემაა.
პრემიერას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი ტატო გელიაშვილია.
პიესაზე თამთა ტაბატაძემ და ტატო გელიაშვილმა იმუშავეს.
სპექტაკლის მარიონეტები არმენ ჰოვანესიანმა შექმნა.
ჩვენება მიმდინარე წლის 14 და 16 ივლისს 15:00 სთ-ზე გაიმართება.
პროექტის ფარგლებში სპექტაკლი ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში მოხდება მისი ჩვენება.