საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „მარინა რევია“ სიღნაღის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული გახდა

19 ივნ, 2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალურ დასს, მორიგი წარმატება მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული, სიღნაღის თეატრალური  ფესტივალი ჩატარდა, სადაც გამარჯვებული გახდა მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „მარინა რევია“.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები, ასევე პროფესიული სახელმწიფო თეატრები სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, მარნეულის კულტურის ცენტრი მუნიციპალიტეტში თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ულოცავს მარნეულის კულტურის ცენტრს მიღწეულ წარმატებას!

სხვა სიახლეები