საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

15 ივნ, 2023

შეხვედრაზე წევრებმა, მიმდინარე ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და განიხილეს საბჭოზე შემოსული 5 საკითხი,  რომელზეც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძე ხელმძღვანელობდა.

მარნეულში  შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე წევრებმა, მიმდინარე ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და განიხილეს საბჭოზე შემოსული 5 საკითხი,  რომელზეც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძე ხელმძღვანელობდა.

 

აღსანიშნავია, რომ საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2020 წელს შეიქმნა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, როგორიცაა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა, განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები