საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სპორტის ახალ მიმდინარეობას, ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა
ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო. შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სპორტის ახალ მიმდინარეობას, ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა.
ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო. შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში გამარჯვებული გუნდი თბილისში, ფეინთბოლის არენაზე, ფინალში ითამაშებს, წლის ჩემპიონი გუნდის გამოსავლენად.
ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის პოპულარიზაციაა.