საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში საქველმოქმედო საგაზაფხულო ფესტივალი გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ასევე მოეწყო კულინარიული კუთხე.
მარნეულში, შპს „საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით საქველმოქმედო საგაზაფხულო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში "სკოლა და ბაღი მომავლის" მოსწავლეები, აღსაზრდელები და მშობლები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ასევე მოეწყო კულინარიული კუთხე.
ფესტივალს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.