საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

პოლონეთიდან დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მორიგი შეხვედრა გაიმართა

25 აპრ, 2023

პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლობამ, გმინა კობილნიცის მერ ლეშეკ კულინსკის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

პოლონეთიდან დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში  მორიგი შეხვედრა გაიმართა.

პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლობამ, გმინა კობილნიცის მერ ლეშეკ კულინსკის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს,ასევე ისაუბრეს  სხვადასხვა სექტორული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივ სამომავლო გეგმების შესახებ .

აღნიშნულ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი, თემურ შუბითიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სხვა სიახლეები