საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდა

04 მაი, 2023

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლობა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გამოცდილების გაზიარების მიზნით ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდა

 

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლობა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გამოცდილების გაზიარების მიზნით ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ შშმ პირთა დასაქმების სხვადასხვა მეთოდებს და სლოვაკეთის კანონმდებლობას ამ მიმართულებით, მოინახულეს სოციალური საწარმო „როდნიჩკა“, სარეაბილიტაციო ცენტრი და მაკდონალდსის ერთ-ერთი ფილიალი, რომელიც შრომის ბაზარზე შშმ პირთა დასაქმების კარგი მაგალითია.

 

ასევე შეხვედრები გაიმართა ბანსკა ბისტრიცას რეგიონის თვითმმართველობის, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მოეწყო პრეზენტაციები სლოვაკეთის ეკო სისტემის შესახებ.

 

ვიზიტი მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაცია TENENET-ში სტუმრობასაც, სადაც გაეცნენ TENENET-ის შექმნის ისტორიასა და საქმიანობას. შეხვედრას აღნიშნული ორგანიზაციის გამოცდილი ექსპერტი ვიერა ზაჰორცოვა უძღვებოდა.

 

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა Slovak Aid-ის მხარდაჭერით, პროექტის  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში - 2“ ფარგლებში .

 

ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში მივლინებული იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა შუბითიძე, მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის დაგეგმარების განყოფილების უფროსი კარლო ასანიძე, საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის და გენდერული საკითხების განყოფილების უფროსი ია ესებუა და ამავე განყოფილების სპეციალისტი თათია ჩაჩანიძე.

სხვა სიახლეები