საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთიდან დელეგაცია ეწვია
ვიზიტის ფარგლებში გმინა კობილნიცის მერი ლეშეკ კულინსკი მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
მარნეულს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთიდან დელეგაცია ეწვია
შეხვედრაზე განიხილეს განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვის საკითხები, კერძოდ, დაგეგმილია ქ. მარნეულის N 3 საბავშვო ბაღში მზის ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია. პროექტს პოლონური მხარე განახორციელებს.
დელეგაციის წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს N 3 საბავშვო ბაღის შენობა და განიხილეს მზის ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაციასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი, მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტი ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობენ.