საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ხანალი გახრამანოვმა სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და ჯილდო პირადად გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2020-2021 სასწავლო წლის 20 კურსდამთავრებულ მოსწავლეს გადაეცა 12 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი, ხოლო აღნიშნული სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 34 წარმატებულ მოსწავლეს-პერსონალური კომპიუტერი.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.