საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი
დასრულდა ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალგეთზე არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პარალელურად, რეაბილიტირდა 862 გრძივი მეტრის შემოვლითი გზის საფარი, რომელიც ლაღიძის ქუჩას უერთდება.

ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ნაწილობრივ განტვირთავს ქალაქში საავტომობილო მოძრაობას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ მილიონამდე ლარი შეადგინა.
დასრულებული პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.