საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორს შეხვდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან ჯაყელს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან ჯაყელს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ჟვანიას სკოლის მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ინტეგრაციის ხელშეწყობას, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა ამაღლებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ჟვანიას სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა; სკოლისთვის გამოყოფილ შენობის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, ჟვანიას სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტში განაახლებს საქმიანობას.