საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელს ლია მდინარაძეს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელს ლია მდინარაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს 2024 წელს დაგეგმილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებული საკითხები და საერთაშორისო რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყება და პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმდება 80-მდე მოქალაქე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე.
აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.