საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამუშაო შეხვედრა მარნეულის მერიაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ წარმომადგენლებს და ამ ორგანიზაციის ბენეფიციარების მშობლებს შეხვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ წარმომადგენლებს და ამ ორგანიზაციის ბენეფიციარების მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის მიერ ბენეფიციართათვის შეთავაზებული სერვისები და ამ სერვისების გაუმჯობესების გეგმები.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ უკვე წლებია მარნეულის მუნიციპალიტეტში ოპერირებს.
ორგანიზაციის მიზანს შშმ პირთა, ბავშვთა და მათი ოჯახის წევრთა საზოგადოებაში ადაპტაცია წარმოადგენს.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილეები თემურ შუბითიძე და ზურაბ ფანგანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.