საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე.
მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო საკითხები.
შეხვედრას მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ესწრებოდნენ.