საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეული მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი მშვილდოსნობაში, 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი მშვილდოსნობაში, 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.
მიმდინარე წლის 20-22 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით მარნეულში მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურნირზე მოხდება 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა შერჩევა რომელიც გაიმართება თურქეთში, ქალაქ სამსუნში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და მოწვეული სტუმრები.