საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში USAID-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს შორისაა, რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში USAID-ის საგრანტო, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებებს განახორციელებს.
სამუშაო შეხვედრებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და მოქალაქეების მეტ ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში.