საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

30 დეკ, 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ადგილზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.

ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სპეციალური სივრცეები. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. თოვლის ბაბუამ  საჩუქრები დაარიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.

დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა მიულოცეს.

მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ ადგილობრივი ვოკალური შემსრულებლები, ჯგუფები: „ქუჩის მუსიკოსები“ და „რეზო და ბავშვები“.

საზეიმო გალა კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

სხვა სიახლეები