საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „ირიაომ“ მარნეულში წინასაახალწლო კონცერტი გამართა
22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეთნო-ჯაზ ბენდმა „ირიაომ“ წინასაახალწლო სოლო კონცერტი გამართა.
22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეთნო-ჯაზ ბენდმა „ირიაომ“ წინასაახალწლო სოლო კონცერტი გამართა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“, კომპოზიტორ დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით, წამყვან ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ქართული ფოლკლორისა და ჯაზის საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ. „ირიაო“ არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა.
აღსანიშნავია, რომ კონცერტი მარნეულის საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.