საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

20 დეკ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების კვირეული, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით გაიხსნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების კვირეული, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხელნაკეთი ნივთების და საახალწლო ტკბილეულის გამოფნა-გაყიდვა; პატარებისთვის ღია სივრცეში გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება, მოეწყო კოსტუმირებული ანიმატორების შოუ და თოვლის ბაბუამ დაარიგა ტკბილეული.

საზეიმო გალა კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები