საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი.
ღვინის დღეების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სკვერის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა.
საფესტივალო ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი მეღვინეების მრავალფეროვანი პროდუქცია, მონაწილეობა მიეღოთ პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში. მოძრაობის თეატრმა წარმოადგინა პერფორმანსი „წიპწიდან ქვევრამდე“. მოეწყო შემეცნებითი გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. ღონისძიება დასრულდა კონცერტით.
ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან , მხარის მუნიციპალიტეტის მერებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ქართული ღვინის დღეები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.