საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობითი დელეგაციების ვიზიტი გრძელდება
მუნიციპალიტეტში მყოფი ოფიციალური დელეგაციების წევრებმა კანადიდან, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან, მარნეულის მერის პირველ მოადგილესთან როინ დეკანოიძესთან, მოადგილეებთან თემურ შუბითიძესთან და ზურაბ ფანგანთან, ასევე თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, წერაქვის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს.

სტუმრები მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სპეციალურად მათთვის გამართულ კონცერტს დაესწრნენ. მაყურებელთა წინაშე საკონცერტო ნომრებით წარდგნენ კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ენგური“ და „იბერია“, მომღერალთა გუნდი „ჰუჯაბი“, აზერბაიჯანული სიმღერების ანსამბლი „საზი“, სოლისტები - ქრისტი ჯავახაძე და შაბან მამედოვი.