საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

წარმომადგენლობითი დელეგაცია ბოლნისობა 2022-ს დაესწრო

30 სექ, 2022

მარნეულში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის დელეგაციების წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, მარნეულის მერ კენან ომაროვთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ  ზაურ დარგალთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ,,ბოლნისქალაქობა 2022"-ს დაესწრნენ.

,,ბოლნისქალაქობა 2022"-ის ფარგლებში ღონისძიებები ქალაქის ძველ გერმანულ უბანში გაიმართა; სტუმრებმა  დაათვალიერეს იმპროვიზირებული კუთხეები, რომლებიც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გასტრონომიასა და კულტურას წარმოაჩენდა.

ასევე, დაესწრნენ ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების ფოლკლორულ ნომრებს.

სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად დაიწურა ყურძენი.

სხვა სიახლეები