საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დასუფთავების აქცია მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მსოფლიო დასუფთავების კვირეულის ფარგლებში, სოფელ შულავერში, არქეოლოგიური ძეგლის გადაჭრილი გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია მოეწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მსოფლიო დასუფთავების კვირეულის ფარგლებში, სოფელ შულავერში, არქეოლოგიური ძეგლის გადაჭრილი გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქციაში ჩართულები იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და ა(ა)იპ „სუფთა მარნეულის“ თანამშრომლები, ასევე სოფელ მარადისის და ალგეთის სკოლის მოსწავლეები.
აქციის მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და სუფთა გარემოს შენარჩუნება და ამ კუთხით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს.