საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მერიასა და ევროპის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუმ ხელი მოაწერეს მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ევროპის საბჭოს პროექტია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორცილდება ევრო საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ევროპის საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემომარდუმს კონკურსის ფარგლებში შერჩეულმა თხუთმეტი სამიზნე მუნიციპალიტეტის მერმა მოაწერა ხელი.