საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტების მორიგი ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულელ ვეტერან ძიუდოისტებს, მსოფლიო ჩემპიონობა პირადად მიულოცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულელ ვეტერან ძიუდოისტებს, მსოფლიო ჩემპიონობა პირადად მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო და მსოფლიო ჩემპიონებს წარმატება მიულოცა.
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტთა შორის, წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა მარნეულიდან, ზაზა დავაძემ და სანდრო იაკობაშვილმა.
„ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს ზაზა დავაძეს და სანდრო იაკობაშვილს ვეტერანებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს! უზომოდ გაგვახარეს მიღწეული შედეგით; ასახელეს არა მხოლოდ მარნეული, არამედ სრულიად საქართველო. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო!“ - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი