საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დღეს, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის დაწყება, მარნეულში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს მიულოცეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება, მარნეულში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო პროცესის დაწყება, მოსწავლეებთან ერთად საზეიმო ღონისძიებებით სოფელ წოფის ახალაშენებულ და სოფელ ყიზილაჯლოს რეაბილიტირებულ სკოლებში აღნიშნეს. აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და საზეიმოდ აღიმართა დროშა.
აღსანიშნავია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
განახლებული სკოლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერმა, თამარ ქარდავამ და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ფუნქციათა შემსრულებელმა, ხანალ კახრამანოვმა დაათვალიერეს.