საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში თოჯინური სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

16 სექ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „ლუნა და ციცინათელების პლანეტა" - თოჯინური სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „ლუნა და ციცინათელების პლანეტა" - თოჯინური სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლი მომზადდა პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ჩვენება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გაიმართება.

პრემიერას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, დაესწრო.

სხვა სიახლეები