საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მერიამ კლუბ „წერეთელის“ ფეხბურთელებს სათამაშო ფორმები გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, კლუბ „წერეთელის“ ფეხბურთელებისთვის საჩუქრად ბრენდირებული სათამაშო ფორმები შეიძინა. მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ფეხბურთელებს პირადად შეხვდა, ფორმები გადასცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია,რომ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის „მოყვარულთა ლიგის“ ფარგლებში, რეგიონული ეტაპის შეხვედრაში წერეთლის საფეხბურთო გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, წალკის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდა და შეხვედრა მოგებით 2:0 დაასრულა.
„წერეთელი“ ასპარეზობას რეგიონულ დონეზე, ქვემო ქართლის მასშტაბით აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ „მოყვარულთა ლიგა“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს მიერ.