საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01 სექ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო  შეხვედრა გამართეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო  შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს; შეფასდა  განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საქართველოს მელიორაციის ხრამი- დებედას მარნეულის სერვისცენტრის დირექტორის მოადგილე თენგიზ ჯაფარიძე.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუდმივად მზადაა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჭიროებებზე; განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა სასმელი და სარწყავი წყალი; დღეს, სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, სწორედ აღნიშნული საკითხები განვიხილეთ. ჩვენ თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და თანამშრომლობას ვუცხადებთ ყველა სტრუქტურას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.

სხვა სიახლეები