საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში - ახკერპი, ცოფი და ოფრეთი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს.

სოფელ ახკერპსა და ცოფში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფელ ოფრეთში - მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელთა ჯამური ღირებულება 950 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნენ, მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი.