საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფელ გიულბაღში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

18 აგვ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის  მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან, ერთად  სოფელ გიულბაღში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის  მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან, ერთად  სოფელ გიულბაღში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ წყლის ინფრასტრუქტურა სოფელში პირველად კეთდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, რკინა-ბეტონის რეზერვუარები და მოხდება შიდა დაქსელვა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით სოფელი გიულბაღის მოსახლეობა სრულად მომარაგდება.

სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 652 494 ლარს, რომელიც, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაბინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნენ, მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი.

სხვა სიახლეები