საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა „ONE CAUCASUS“-ის წარმომადგენლებთან

16 აგვ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ორგანიზაცია „ერთი კავკასიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ორგანიზაცია „ერთი კავკასიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საერთაშორისო ფესტივალ „ONE CAUCASUS“-ის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „ONE CAUCASUS“, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, 25-28 აგვისტოს გაიმართება. მულტიკულტურული ფესტივალი უკრაინას მიეძღვნება და სხვადასხვა ქვეყნიდან, მაყურებლის წინაშე 20-მდე მუსიკალური ბენდი და შემსრულებელი წარდგება.

სამუშაო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

სხვა სიახლეები