საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

8 აგვისტო - 14 წელი რუსეთ–საქართველოს ომიდან

08 აგვ, 2022

2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ხელმძღვანელ პირებთნ ერთად, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 500 – 500 ლარის ოდენობით თანხა გადაეცათ.

სხვა სიახლეები