საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინაბეტონის არხი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება - 898 700 ლარს შეადგენს.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინაბეტონის არხი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება - 898 700 ლარს შეადგენს.
რეაბილიტირებული სარწყავი წყლის არხით, სოფელ წერეთლისა და სოფელ დიოკნისის მოსახლეობა ისარგებლებს.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.