საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მოქალაქეებთან შეხვედრა

19 ივლ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა.

მერმა პირადად მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარება აღუთქვა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია მარნეულის თითოეულ მოქალაქესთან ინდივიდუალური კომუნიკაცია, რათა განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მერიის კომპეტენციის ფარგლებში დროულად შევძლოთ მათი დახმარება.
მომავალშიც აქტიურად განვაგრძობ მოქალაქეებთან შეხვედრებს.“-მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი და ხუთშაბათი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია.

სხვა სიახლეები