საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის 6კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო გზა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მარნეულში, კოსტავას ქუჩიდან და სოფელ შულავერის ტერიტორიაზე გადის.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კერძოდ საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.1 მლნ ლარია.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.