საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
რაგბიჩვენითამაშია
ბათუმში, საქართველოსა და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის რაგბიში 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი სარეიტინგო ტესტ-მატჩის შეხვედრა გაიმართა.
ბათუმში, საქართველოსა და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის რაგბიში 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი სარეიტინგო ტესტ-მატჩის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს რაგბის კავშირის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტული სკოლის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დარბაზში მატჩის პირდაპირი ტრანსლირება მიმდინარეობდა.
ტრანსლირებას გულშემატკივრებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდნენ.
პირველად დამოუკიდებელი ქართული რაგბის 33-წლიან ისტორიაში, საქართველომ ტიერ1-ის გუნდი დაამარცხა!