საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ააიპ „დემოსის“ ორგანიზებით, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ააიპ „დემოსის“ ორგანიზებით, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი უკვე 6 წელია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტრადიციულად, ივნისის თვეში, მარნეულში იმართება.
კონკურს - ფესტივალის მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.