საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეული კონკურს-ფესტივალს „სხვა საქართველო სად არის“ მასპინძლობს

17 ივნ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის  კულტურის ცენტრში, ააიპ "დემოსის" ორგანიზებით,  ქართული  ტრადიციული სიმღერის  კონკურს-ფესტივალი „სხვა  საქართველო  სად  არის“ გაიხსნა და პირველი შესარჩევი ტური ჩატარდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის  კულტურის ცენტრში, ააიპ "დემოსის" ორგანიზებით,  ქართული  ტრადიციული სიმღერის  კონკურს-ფესტივალი „სხვა  საქართველო  სად  არის“ გაიხსნა და პირველი შესარჩევი ტური ჩატარდა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და მარნეულის  მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი უკვე 6 წელია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტრადიციულად, ივნისის  თვეში,  მარნეულში იმართება.

კონკურს - ფესტივალის  მიზანს წარმოადგენს ქართული  ტრადიციული  სასიმღერო  კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში  მცხოვრები ეთნიკური  უმცირესობების  წარმომადგენელ  მოზარდებში. ასევე, ფესტივალი ემსახურება ქართული სიმღერის და კულტურის პოპულარიზაციას.

სხვა სიახლეები