საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, მიულოცა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, მიულოცა.
სკვერში ,„კიდევაც დაიზრდებიან“ ღონისძიების „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ ფარგლებში, მოეწყო გასართობი სივრცე, გასაბერი ბატუტით და ატრაქციონით, გაიმართა მხიარული სტარტები და ანიმატორების შოუ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაგრძელდა კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში. სპეციალურად მარნეულელი ბავშვებისთვის გაიმართა იტალიური ქუჩის წარმოდგენა Teatro Bislacco – TotemTango და Sebastian Burrasca. დღის ბოლოს მაყურებელთა წინაშე კონცერტით წარსდგა მარნეულის კულტურის ცენტრის ვოკალური სტუდიის აღსაზრდელები და ბენდი „Mead Night“.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.