საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სადახლოში სოფლის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

29 მაი, 2022

29 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

29 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

ადგილობრივებისთვის სოფლის დღესასწაულის მისალოცად, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე ჩავიდნენ.

ღონისძიება ტრადიციულად სოფლის განაპირა ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც ზეიმზე დასასწრებად ადგილობრივები და მოწვეული სტუმარები შეიკრიბნენ.

სპეციალურად ამ დღისთვის ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და კონცერტი, სადაც ადგილობრივებმა მიიღეს მონაწილეობა.
 
აღსანიშნავია, რომ დღესასწაული „სადახლოობა“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მეექვსე წელია აღინიშნება.

სხვა სიახლეები