საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ცენტრელური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმირში „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერეს
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმირში „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ ძეგლის არსებულ მდგომარეობას და შეხვდნენ ტორონტოს უნივერსიტეტის ექსპედიციას.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმირში „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ ძეგლის არსებულ მდგომარეობას და შეხვდნენ ტორონტოს უნივერსიტეტის ექსპედიციას.
აღსანიშნავია, რომ იმირში „გადაჭრილი გორა“ მუნიციპალიტეტმა კულტურის სამინისტროს გადასცა, რათა მოხდეს ძეგლის მოვლა/პატრონობა და ტურისტული ადგილის განვითარება.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში იმირში „გადაჭრილ გორაზე“ 2015 წლიდან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი.
კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოაშინაურა ველური ვაზი და ღვინო დაწურა. ეს ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულად მარნეულს მსოფლიო დონის მნიშვნელოვან კულტურულ და ტურისტულად მიმზიდველს ხდის.