საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მოქალაქეთა მიღება

03 მაი, 2022

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარება აღუთქვა.

„მოქალაქეებთან აქტიური ურთიერთობა, მათი საჭიროებების პირადად მოსმენა, უმნიშვნელოვანესია. თითოეულ მათგანთან კომუნიკაცია გვეხმარება დროულად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მერიის კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობას დავეხმაროთ. ასევე, დავგეგმოთ და განვახორციელოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა კენან ომაროვმა.

შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი და ხუთშაბათი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეებია.

სხვა სიახლეები