საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამას გაეცნენ
აღნიშნული პროგრამის დეტალები, მიზნობრიობა და მასში მონაწილეობის პირობები იყო განხილვის თემა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გამართა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულები და დაინტერესებული ფერმერები.
მიმდინარე ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ ქვემო ქართლის რეგიონში შერჩეული იჯარით გასაცემი საძოვრების საერთო ფართობი 6602 ჰექტარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). ამ ეტაპზე შერჩეული საძოვრების იჯარით მისაღებად პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა დაწყებულია და 26 აპრილამდე გაგრძელდება.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს მიიღო. ფერმერებს, რომლებიც მეცხოველეობას მისდევენ, შესაძლებლობა ეძლევათ, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.